აქტუალური
მსოფლიოში ნავთობის ფასები ბოლო ვაჭრობის შედეგად შემცირდა. როგორც სხვადასხვა სააგენტო იუწყება, ლონდონში InterContinental Exchange Futures-ზე Brent ტიპის ნავთობის ფასი ბარელზე 5,15 აშშ დოლარით შემცირდა და 108, 52 აშშ დოლარი შეადგინა.
ნიუ იორკში სასაქონლო ბირჟა NYMEX-ზე ნავთობის ფასი ბარელზე 4,01 აშშ დოლარით, ანუ 3,9%-ით დავარდა და 97,18 აშშ დოლარი შეადგინა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ინვესტორები იაპონიაში რადიოაქტიური დაბინძურების საშიშროების გამო თავს არიდებენ სარისკო აქტივებს და უპირატესობას ანიჭებენ ფულს. ამ მიზეზით 15 მარტს დღის დასაწყისიდან ფასების ვარდნა აღინიშნებოდა არა მარტო ნავთობზე, არამედ ძვირფას და სამრეწველო ლითონებზეც.