აქტუალური
უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 90.9 პროცენტი იმ 10 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ თებერვალში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. გასული წლის თებერვალში იმავე 10 ქვეყანაზე მთელი ფულადი გზავნილების 91.3 პროცენტი მოდიოდა. 2011 წლის თებერვალში საქართველოდან საზღვარგარეთ 7.8 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა, გასული წლის თებერვალში კი ამ მაჩვენებელმა 5.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.