აქტუალური
„რუსთავი 2“-ის ტელეწამყვანის საქციელი, რომელმაც ვლადიმერ პუტინს ღია ეთერში შეურაცხყოფა მიაყენა, ქართველ ხალხს არ ეკადრება!“ - პესკოვი

 საქართველო, 9 ივლისი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვირუსთავი 2“-ის ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მონოლოგს მიუღებელს და „ქართველების დიდ სირცხვილს“ უწოდებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

რაც შეეხება ჩვენი ქვეყნისა და პრეზიდენტის მისამართით გამოთქმულ შეურაცხმყოფელ სიტყვებს, რა თქმა უნდა, ეს აბსოლუტურად მიუღებელია, ჩვენ ამას მკაცრად ვგმობთ. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს ხელისუფლების ყველა წარმომადგენელმა - პრეზიდენტმა, პრემიერმინისტრმა, დეპუტატებმა, პარლამენტის სპიკერმა - მკაცრად დაგმეს ეს გამოხდომა“, - აღნიშნა პესკოვმა.

მისივე თქმით, მსგავსი ქმედება, ვის მიერ პროვოცირებულიც არ უნდა იყოს, არ ეკადრება ქართველ ხალხს, რომელსაც ძალიან დიდი ისტორია და უმდიდრესი კულტურული ტრადიციები აქვს. პესკოვის განცხადებით, ქართველებისთვის მომხდარი ძალიან დიდი სირცხვილია.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის პირდაპირ ეთერში, გადაცემა „P.S“-ის წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს რუსულად აგინა, რასაც მოქალაქეების ნაწილის გაღიზიანება და აქცია მოჰყვა.

„რუსთავი 2“-ის პირდაპირი ეთერიდან წამყვანის მიერ წარმოთქმულ სიტყვებთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამაც.

გაბუნიას მონოლოგი გააკრიტიკა არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამაც.