აქტუალური
ქართულ ავიაკომპანიებს ვალების დაფარვამდე რუსეთში ფრენა აუკრძალეს

 საქართველო, 9 ივლისი, საქინფორმი. რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენები 8 ივლისიდან ოფიციალურად შეწყდა.

რუსეთის გადაწყვეტილებით, ქვეყნებს შორის პირდაპირ ფრენებს ექვსი რუსული და ორი ქართული ავიაკომპანია აჩერებს.

ფრენების შეწყვეტის შესახებ ბრძანება რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა 21 ივნისს გამოსცა.

პუტინმა რუსეთის მთავრობას ასევე დაავალა, საქართველოში დროებით მყოფი რუსეთის მოქალაქეები ქვეყანაში დაებრუნებინათ. ამასთან, დაავალა ტუროპერატორებს, აკრძალვის პერიოდში არ გასცენ საგზურები რუსეთიდან საქართველოში.

ავიამიმოსვლის შეწყვეტამდე, საქართველოდან რუსეთის მიმართულებით ბოლო პირდაპირი რეისები გუშინწინ შესრულდა.

რუსეთის მხრიდან დაწესებული სანქციების გამო, ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი“ თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენების განრიგს ცვლის და მგზავრებს მოემსახურება თბილისი-(ერევანი)-მოსკოვი, (ერევანი)-თბილისის მარშრუტით.