უცხოეთი
გერმანიის ქალაქ კელნში ევროპაში ყველაზე მასშტაბური პრაიდი გაიმართა

 საქართველო, 9 ივლისი, საქინფორმი. გერმანიის ქალაქ კელნში ევროპაში ყველაზე მასშტაბური პრაიდი გაიმართა. ორგანიზატორების განცხადებით, მსვლელობაში 1,2 მილიონმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, რაც ქალაქის მოსახლეობაზე მეტია.

ლგბტ თემის მხარდამჭერთა აქცია დაკავშირებული იყო ნიუ-იორკში „სტოუნვოლის პროტესტების“ სახელით ცნობილი მოვლენების 50 წლისთავთან. 1969 წელს ნიუ-იორკში სტოუნვოლის პროტესტმა ლგბტ თემის უფლებადამცველ მოძრაობას დაუდო საფუძველი.

კელნში გამართული მსვლელობის ორგანიზატორები აღნიშნავდნენ, რომ პრაიდი არა საზეიმო კარნავალი, არამედ პოლიტიკური ღონისძიებაა. პრაიდში მონაწილეობა მიიღო „ევროვიზია 2014“-ის გამარჯვებულმა კონჩიტა ვურსტმა.

მსვლელობა 150-მდე ჯგუფის მიერ იყო ორგანიზებული.

1tv.ge