აქტუალური
ამას ქართული რადიკალური ძალების კიდევ ერთი ღია პროვოკაციად განვიხილავთ, რომელიც რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ძირის გამოთხრისკენ არის მიმართული - რფ-ის საგარეო უწყება

 საქართველო, 9 ივლისი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წამყვანის მხრიდან რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის სიტყვიერ შეურაცხყოფას გამოეხმაურა.

რუსეთის საგარეო უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „რუსეთი კატეგორიულად გმობს ამ უპრეცედენტოდ მდაბიო ქცევას“.

რუსეთი კატეგორიულად გმობს უპრეცედენტოდ მდაბიო ქცევას, რომელიც შეიცავდა მიუღებელ გამოხდომებს და უცენზურო გამონათქვამებს რუსეთის მთავრობის მიმართ, რომელიც მოაწყო ქართულმა ტელეკომპანიარუსთავი 2“-მა. ამ ქმედებას განვიხილავთ რადიკალური ძალების კიდევ ერთ ღია პროვოკაციად, რომელიც მიმართულია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების ძირის გამოთხრისკენ. ეს აღმაშფოთებელი ინციდენტი იმის ნათელი მაგალითია, თუ საით მივყავართ თავგასულ რუსოფობიას.

უნდა აღინიშნოს, რომ 20 ივნისს რუსეთის საპარლამენტო დელეგაციის წევრებზე თავდასხმისგან განსხვავებით, საქართველოს მთავრობას არ გაუმართლებია რადიკალების ქცევა და იპოვა საკუთარ თავში ძალა, რომ გაემიჯნოს პროვოკატორებს და დაგმო მათი ქცევა. ვხედავთ იმ სამართლიან აღშფოთებას, რომლითაც მომხდარი საქართველოს მთავრობამ აღიქვა.

ველოდებით ადეკვატურ რეაქციას პროფილური საერთაშორისო და რეგიონული ორგანიზაციებისა და ჟურნალისტური წრეებიდან. ასეთ გამოვლინებებს არ უნდა ჰქონდეს ადგილი ცივილიზებულ ქვეყნებში“, – ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.