საზოგადოება
საქართველოში მორიგი დავალებით ამერიკელ მისიონერთა- გავლენის აგენტთა დამრტყმელი ჯგუფი ჩამოვიდა

 საქართველო, 8 ივლისი, საქინფორმი. საქართველოში აშშ-ს საელჩოს ინფორმაციით, მშვიდობის კორპუსი განაგრძობს ქართველი ხალხის სამსახურში ყოფნას.

5 ივლისს 42 ახალი მოხალისის ფიცის დადების ცერემონია გაიმართა, რომლებიც მოხალისეთა მეცხრამეტე ჯგუფს წარმოადგინეს.

როგორც საელჩოში აცხადებენ, მოხალისეებს შორის არიან ინგლისური ენის პროგრამის 34 და ორგანიზაციული და ინდივიდუალური განვითარების პროგრამის რვა მოხალისე, რომლებმაც წარმატებით გაიარეს 11-კვირიანი წინასამსახურებრივი ტრენინგი.

ტრენინგი მოიცავდა ქართული ენისა და და კულტურის სწავლებას, სამსახურთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების გაუმჯობესებას და ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების საკითხებს.

ახალი სასწავლო წლიდან, ქვეყნის ათ რეგიონში, მოხალისეთა ნაწილი საქართველოს საჯარო სკოლებში ინგლისური ენის სწავლებას შეუდგება, ხოლო ნაწილი ქართულ არასამთავრობო სექტორსა და თემში მოქმედ ორგანიზაციებში იმუშავებს.

საელჩოს ინფორმაციით, მშვიდობის კორპუსის მუშაობა საქართველოში დაიწყო 2001 წელს და მას შემდეგ სხვადასხვა თემებში მთელი ქვეყნის მასშტაბით 900-ზე მეტმა მოხალისემ იმუშავა.

P. S. საქინფორმი მკითხველის ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ ამერიკელი მისიონერების ჯგუფი საქართველოში სწორედ არასტაბილურობისა და ხელისუფლების შესაძლო შეცვლის პერიოდში ჩამოდის, როცა აშშ თავის ტოტალური გავლენისთვის მუქარას ხედავს. ცსს-ში ინსტრუქტაჟის გავლის შემდეგ „მასწავლებელი“-პროპაგანდისტები ქართულ ოჯახებში დაბინავდებიან და მოსახლეობის იდეოლოგიურ დამუშავებას შეუდგებიან. ბევრი გავლენის აგენტი საქართველოში გარკვეული ხნით ანდა სულ რჩება, როგორც ის სახელგანთქმული გარყვნილი, მოსწავლეებს ორალური სექსის გაკვეთილებს რომ უტარებდა...