საქართველო, 8 ივლისი, საქინფორმი. მომიტინგეებმა პროტესტის მე-17 დღეს, 7 ივლისს მოაწყვეს მსვლელობა პარლამენტიდან მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრამდე და იქ ხმაურიანი საპროტესტო აქცია მოაწყვეს, იუწყება „Sputnik-საქართველო“.
მომიტინგეთა მოთხოვნა უცვლელი რჩება - გადადგეს შს მინისტრი გიორგი გახარია, როგორც 20-21 ივნისის ღამეს პოლიციის ქმედებებზე პასუხისმგებელი პირი. პოლიციამ მომიტინგეთა ორსაათიანი მოგერიების შემდეგ, რომლებიც პარლამენტში შეჭრას ცდილობდნენ, ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. არეულობის დროს დაიჭრა 240 ადამიანი, მათ შორის 80 პოლიციელი. რეზინის ტყვიების მოხვედრის შედეგად ორმა ადამიანმა თვალი დაკარგა.
მსვლელობას ორგანიზატორებმა მისცეს „თავისუფლების მარშის“ სახელი, როგორც გასული შაბათის მსვლელობა. მაშინ მომიტინგეებმა ფეხით დაახლოებით ერთი კილომეტრი გაიარეს - პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობამდე, სადაც ყოველდღიურად 19:00 საათიდან საპროტესტო აქციები იმართება. ამჯერად მსვლელობის მონაწილეების რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა, მანძილი კი გაიზარდა - დაახლოებით 2 კილომეტრი, თანაც აღმართი.
„თავისუფლების მარშის“ მონაწილეებმა, რომლებსაც ტრადიციულად ეკავათ დროშები და ბანერი „გახარია, წადი“ და „ნუ მაბრმავრებ“, ბიზნეს-ცენტრისკენ ვიწრო ქუჩებით გაიარეს. მსვლელობის დროს რაიმე ექსცესი არ მომხდარა.
მსვლელობაში ახალგაზრდობასთან ერთად პარტიული აქტივისტებიც მონაწილეობდნენ.
„ჩვენ ყოველდღე 7 საათზე ვდგავართ პარლამენტის წინ . ყოველდღე ჩვენი აქცია სულ უფრო უკეთესი იქნება და არავინ დაიღლება. რუსთაველს ვაქცევთ საერთაშორისო სცენად კულტურის მოღვაწეებისთვის, ინტელიგენტებისთვის, ინტელექტუალებისთვის. ჩვენ გვექნება დისკუსიები, განხილვები, კონცერტები, გამოფენები. რუსთაველი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში აღმოჩნდება. მთელი მსოფლიო ჩვენ გვიყურებს“, - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა.
მისი თქმით, ორშაბათიდან აქციები სახეს შეიცვლის: პარლამენტთან მოეწყობა ტენტი, სამუშაო სივრცე იმათთვის, ვისაც პროტესტის შეთავსება სამსახურთან სურს, იქნება ნაჩვენები ფილმები და სხვადასხვა თემებზე დისკუსიები გაიმართება.
საქინფორმი აღიშნავს, რომ წინა შაბათს ბიძინა ივანიშვილის სახლთან გამართულ აქციაზე სულ 200-მდე მონაწილე იყო: ნაცისტი ახალგაზრდობა, ძირითადად - სააკაშვილის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სა და მისი პარტია „ნაცმოძრაობის“ ნაშიერები, რომლებიც სოროსის სხვადასხვა ენჯეოში არიან გაერთიანებული, ასევე ქუჩაში, აქციის დაწყებამდე ორი საათით ადრე 20 ლარად (დაახლოებით 7$) მოსყიდული ობივატელები. ხოლო პარტიის მეტაურები, რომლებიც მითითებებს სააკაშვილისგან იღებენ, აქტიურობას არ ამჟღავნებდნენ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისათვის დაპატიმრების მოლოდინში.