სამართალი
შსს გიგი უგულავას, გია ბარამიძის და ირაკლი ოქრუაშვილის გამოკითხვის თაობაზე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს

 საქართველო, 5 ივლისი, საქინფორმი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გიგი უგულავას, გია ბარამიძის და ირაკლი ოქრუაშვილის გამოკითხვის თაობაზე სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით იმის გამო, რომ ევროპული საქართველოს წევრმა გიგი უგულავამ, „ნაციონალური მოძრაობის წევრმა გია ბარამიძემ და პარტია გამარჯვებული საქართველოს წევრმა ირაკლი ოქრუაშვილმა უარი განაცხადეს შსს-ში გამოკითხვაზე მისვლაზე, შსს მიმართავს შუამდგომლობით სასამართლოს, რათა მოხდეს ამ პირების მაგისტრატ მოსამართლის წინაშე დაკითხვა.

გამოძიება 20-21 ივნისის მოვლენებზე სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ძალადობის ორგანიზებას გულისხმობს.

ჯგუფურად ძალადობის ორგანიზების მუხლით ბრალი „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატს ნიკა მელიას აქვს წარდგენილი. მას ამჟამად აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარის ოდენობით გირაო აქვს შეფარდებული.