უცხოეთი
ირანის პრეზიდენტის თქმით, თუ ხელშეკრულების ხელმომწერები 7 ივლისამდე დაპირებას არ შეასრულებენ, არაკის ბირთვული რეაქტორი კვლავ ამუშავდება

 საქართველო, 4 ივლისი, საქინფორმი. არაკის ბირთვული რეაქტორი 7 ივლისიდან ფუნქციონირებას ძველებურად განაახლებს, თუ ხელშეკრულების ხელმომწერები დაპირებებს არ შეასრულებენ, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ განაცხადა. მისი თქმით, ირანი ურანის გამდიდრების მაჩვენებელს ხელშეკრულებით განსაზღვრულ 3.67 პროცენტზე მაღლა, საჭირო დონემდე გაზრდის.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საერთაშორისო ბირთვული შეთანხმებიდან გასვლის შესახებ 2018 წლის მაისში განაცხადა.

დონალდ ტრამპი ფიქრობს, რომ ხელშეკრულება ვერ ასახავს ირანის სარაკეტო პროგრამას და ახლო აღმოსავლეთში თეირანის მოქმედებას. ურთიერთობები განსაკუთრებით გამწვავდა აშშ-ის მიერ ირანულ ნავთობზე და მეტალზე სანქციების დაწესების შემდეგ.

1tv.ge