საზოგადოება
ზუგდიდის საგამოცდო ცენტრში აფხაზეთიდან 6 აბიტურიენტი გამოცხადდა, დანარჩენებმა საზღვარზე გადმოსვლა ვერ შეძლეს

 საქართველო, 2 ივლისი, საქინფორმი. პირველ სესიაზე ზუგდიდის საგამოცდო ცენტრში სულ 395 აბიტურიენტი გამოცხადდა, ექვსი მათგანი ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოვიდა.

როგორც საგამოცდო ცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ქირიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, პირველ სესიაზე 46 აბიტურიენტი არ გამოცხადდა, მათ შორის ხუთმა აფხაზეთიდან გადმოსვლა ვერ შეძლო.

ნანა ქირიას თქმით, საოკუპაციო ხაზთან, ე.წ. საკონტროლო-გამშვებ პუნქტთან გადმოსვლის ნებართვას 25-მდე აბიტურიენტი ელოდება.