სამართალი
ოფიციალური დადასტურება: ისრაელში ბაქრაძის ვიზიტის გადადება ფუქსის საკითხს უკავშირდება

knesetiინტერნეტგამოცემა „newsru.co.il“-ის ცნობით, კვირას, 13 მარტს, ისრაელის ქნესეთის თავმჯდომარე რეუვინ რივლინის კანცელარიამ გაავრცელა ოფიციალური დადასტურება, რომლის თანახმადაც, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძის ისრაელში ვიზიტის გადადების მიზეზი „ფუქსის საქმეზე“ თბილისსა და ისრაელს შორის არსებული აზრთა სხვადასხვაობა გახდა.

ბიზნესმენ ფუქსთან დაახლოებული პირები დარწმუნებული არიან, რომ ქართული მხარის ბრალდება უკანონოა და რომ საქართველოს ხელისუფლებამ ფუქსი გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენა. ამ კვირაში მოსალოდნელია დავით ბაქრაძის ვიზიტი ისრაელში. გასულ ოთხშაბათს მისი ქნესეში მისვლა იგეგმებოდა. ქნესეთის თავმჯდომარე რეუვინ რივლინმა დავით ბაქრაძეს სატელეფონო საუბრისას ვიზიტის დროებით გადადება სთხოვა. რივლინმა აუხსნა ბაქრაძეს: ისრაელში მიიჩნევენ, რომ საგარეო და საშინაო პოლიტიკური მიზეზების გამო უმჯობესია, ვიზიტი გადაიდოს. გარდა ამისა, რივლინმა აღნიშნა, რომ ისრაელის ბევრი მოქალაქე შეწუხებულია რონი ფუქსის ბედით, რომელიც საქართველოშია დაპატიმრებული. საზოგადოების მხრიდან ზეწოლა ამ საკითხთან დაკავშირებით, ასევე, გახდა იმის მიზეზი, რომ ქნესეთის სპიკერბაქრაძისთვის ვიზიტის გადადება ეთხოვა“.