პოლიტიკა
„როსსელხოზნადზორი“ საქართველოდან მცენარეული პროდუქციის იმპორტის აკრძალვას არ აპირებს

 საქართველო, 2 ივლისი, საქინფორმი. „როსსელხოზნადზორის“ უფროსმა სერგეი დანკვერტმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ უწყება არ განიხილავს საკითხს საქართველოდან მცენარეული პროდუქციის იმპორტის აკრძალვის მიღწევის შესახებ.

ამ საკითხს არც კი განვიხილავთ. ჩვენ დღეს საკმაოდ ეფექტიანად ვმუშაობთ ქართველ კოლეგებთან ერთად, ამის საფუძველი და საბაბი არ გვაქვს“, - განაცხადა უწყების ხელმძღვანელმა.

ამასთანავე, ს. დანკვერტმა აღნიშნა, რომ რუსეთი გაცილებით მეტ ექსპორტს ახდენს საქართველოში, ვიდრე ამ ქვეყნიდან შემოაქვს. ჩვენ საქართველოში ვაგზავნით მარცვლეულს, უამრავ პროდუქციას. ჩვენ განვიხილავთ თანამშრომლობის ეკონომიკურ ასპექტებს და უსაფრთხოების ასპექტებს“, - ხაზი გაუსვა მან.

ადრე „როსპოტრებნადზორმა“ საქართველოდან იმპორტირებული ღვინოების კონტროლი გააძლიერა.