პოლიტიკა
საქართველოს მთავრობა რუსეთთან ურთიერთობების გასაწყვეტად ყველაფერს აკეთებს - რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერი

 საქართველო, 2 ივლისი, საქინფორმი. რუსეთის ფედერაციის საბჭოს სპიკერის ვალენტინა მატვიენკოს თქმით, რუსეთსა და საქართველოს შორის კონფლიქტი არ არის, თუმცა საქართველოს დღევანდელი მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა რუსეთთან კავშირი გაწყვიტოს. ამის შესახებ მატვიენკომ რუსულ მედიას განუცხადა.

ის ხელისუფლება, რომელიც დღეს არის საქართველოში, ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველომ და რუსეთმა კავშირი გაწყვიტონ. ისინი დამოუკიდებლად არ მოქმედებენ, ისინი ამას კარნახით აკეთებენ. ამიტომ, სანამ მთავრობა საკუთარ თავს მთავრობად არ გამოავლენს და ქვეყანაში წესრიგს არ დაამყარებენ, სანამ არ შეწყდება ეს რუსოფობიული ტალღა, რომელიც რადიკალებმა ააგორეს, ჩვენ სასაუბრო არაფერი გვაქვს. ჯერ წესრიგი დაამყარონ ქვეყენაში და მომხდარისთვის ბოდიში მოიხადონ, მერე შესაძლებელია დიალოგი“, – განაცხადა მატვიენკომ.

მისივე თქმით, საქართველოსა და რუსეთს შორის კონფლიქტი არ არის და პროვოკაცია წინასწარ იყო მომზადებული, რათა რუსოფობიული ტალღა აეგორებინათ.