უცხოეთი
უკრაინაში საერთაშორისო სამხედრო წვრთნები „სი ბრიზ 2019“ დაიწყო

 საქართველო, 2 ივლისი, საქინფორმი. უკრაინაში საერთაშორისო სამხედრო წვრთნები „სი ბრიზ 2019“ დაიწყო.

შავი ზღვის აკვატორიაში მანევრების ორგანიზატორი უკრაინა და ამერიკის შეერთებული შტატებია. სწალება ფოკუსირებული იქნება სანაპირო დაცვის, საზღვაო და საჰაერო თავდაცვით ოპერაციებზე.

წვრთნები ნატო-ს წევრი ქვეყნებისა და პარტნიორი სახელმწიფოების მონაწილეობით იმართება. მანევრებში ჩართულია 3000 ჯარისკაცი. მათ შორის სამხედროები აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან, პოლონეთიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, თურქეთიდან და საქართველოდან.

„სი ბრიზ 2019“ 12 ივლისამდე გაგრძელდება. სწვალებები გაიმართება ნიკოლაევის, ხერსონის და ოდესის ოლქებში.

​7 ივლისს მანევრებში ჩაერთვებიან აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების მეექვსე ფლოტის მეთაურები და პენტაგონის წარმომადგენლები.

1tv.ge