საქართველო, 1 ივლისი, საქინფორმი. „სააკაშვილს მიაჩნდა და დღესაც მიაჩნია, რომ მისი მმართველობის პერიოდში დაიბადა და ჩამოყალიბდა - "მიშას თაობა"! სამწუხაროდ, 7 წლის მანძილზე "ქ/ოცნების" ახალგაზრდული პოლიტიკის არარსებობის გამო, სააკაშვილმა და მისმა ნაცმოძრაობამ შეძლო თავისი გავლენა შეენარჩუნებინა და გაეღრმავებინა ქართველი ახალგაზრდების გარკვეულ ნაწილზე, რაც აშკარად ჩანს ამ დღეებში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებზე!.. დიახ, სააკაშვილს უნდა, რომ მისი პრეზიდენტობის დროიდან მოყოლებული დღემდე, მთელი თაობა იწოდებოდეს - "მიშას თაობად"! "მიშას დრო"- მას სურს, რომ ამ სიტყვებს ქართველი ახალგაზრდები "სიამაყით წარმოსთქვამდნენ"!.. მაგრამ, არის "ერთი მაგრამ", ის, რომ ქართველი ხალხი არასოდეს დაივიწყებს "მიშას სიკეთეებს" და მუდამ ემახსოვრება: ა) "მიშას ცოცხები", ციხეებში! ბ) "მიშას დროს", ქუჩაში მოკლული ბიჭები! გ) "მიშას შეწყალებული" მკვლელები (სანდრო გირგვლიანის)! დ) "მიშას მიერ დარბეული და მოწამლული" თბილისი, - 2007 წლის 7 ნოემბერს! ე) "მიშას სპეცნაზი", რომელიც მშვიდობიან მომიტინგეებს უმიზეზოდ უსწორდებოდა, 2009 წლის მაის-ივნისში! ვ) "მიშას აღლუმი", სისხლით მორწყულ რუსთაველზე - დაღუპულების ცხედრებზე, 2011 წლის 26 მაისს! ზ) "მიშას ფორთხვა მიწაზე", ქ. გორში, 2008 წლის აგვისტოს, დღენახევარში წაგებულ ომში! თ) "მიშას გაუკრაინელება", საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობაზე უარის თქმა და ამის სანაცვლოდ, უკრაინის სახელმწიფო სამსახურში ჩინოვნიკად მუშაობაზე თანხმობა! P.S. და კიდევ, არაერთი სამარცხვინო საქციელი, რომლითაც მოძალადე, ავანტიურისტი, პროვოკატორი, ქოსატყუილა სააკაშვილი შევიდა საქართველოს ისტორიაში და საუბედუროდ, საქართველოდან გადახვეწილი დღესაც აგრძელებს უარყოფით ზემოქმედებას ქვეყნის შიგნით მიმდინარე პროცესებზე, რაც სამოქალაქო დაპურისპირებას და დესტაბილიზაციას გამოიწვევს საქართველოში! ამიტომ, ვაფრთხილებ ქართველ ახალგაზრდებს, ფრთხილად, არ მოექცეთ პოლიტიკური შულერის და ჰიპნოზიორის, - "ვამპირი მიშას" გავლენის ქვეშ!“, - წერს პოლიტოლოგი ჯუმბერ კირვალიძე.