პოლიტიკა
ეუთოს მოქმედი თავმჯდომარე საქართველოშია

audroniusეუთოს მოქმედი თავმჯდომარე, ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი აუდრონიუს აჟუბალისი გუშინ, 14 მარტს, საღამოს თბილისს ეწვია.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური იუწყება, აჟუბალისი, რომელიც სამხრეთკავკასიური ტურნეს ფარგლებში სტუმრობს საქართველოს, პრემიერ-მინისტრ ნიკა გილაურს, ასევე, საგარეო საქმეთა მინისტრს, პოლიტიკური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შეხვდება და ეუთოს ამჟამინდელი თავმჯდომარეობის პრიორიტეტებს განიხილავს.