პოლიტიკა
საქართველო, 1 ივლისი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რფ-ის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს „შესანიშნავი, არაჩვეულებრივი ყმაწვილი“ უწოდა, მასთან გამართულ შეხვედრას - „საუცხოო“, ხოლო რუსეთს - „დიადი, შესანიშნავი ქვეყანა“.
„ვფიქრობ, ის შესანიშნავი ყმაწვილია. მიმაჩნია, რომ საუცხოო შეხვედრა გვქონდა“, - განუცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთის სახელმწიფო ტელე და რადიომაუწყებლობის კომპანიის მიმომხილველს პაველ ზარუბინს. ტრამპის თქმით, რომლის სიტყვები ტელეარხ „როსია 24“-ის ვებგვერდზეა მოტანილი, მან და პუტინმა ბევრს მიაღწიეს, ვაჭრობაზე მსჯელობა დაიწყეს. „ჩვენ უნდა გვქონდეს ვაჭრობა - რუსეთსა და აშშ-ს, ორ დიად ქვეყანას შორის. გუშინ შესანიშნავი შეხვედრა იყო. ის არაჩვეულებრივი ადამიანია. დიდი მადლობა!“, - დასძინა ამერიკის პრეზიდენტმა.