საზოგადოება
საქართველოში აშშ-ის საელჩო 20 ივნისის საპროტესტო აქციების შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს

 საქართველო, 28 ივნისი, საქინფორმი. ახლა ყველაზე მეტად საჭიროა დიალოგი ყველა პოლიტიკურ პარტიას შორის საქართველოს დემოკრატიის გასაძლიერებლად, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული.

აშშ-ის საელჩოს განცხადება 20 ივნისის საპროტესტო აქციების შემდგომ განვითარებულ მოვლენებზე საელჩოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

აშშ-ის საელჩო ყურადღებით აკვირდება 20 ივნისს თბილისის საპროტესტო აქციების შემდგომ განვითარებულ მოვლენებს საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანია, გამოძიებულ იქნ როგორც ძალადობის აქტები, ისე დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გადამეტების შემთხვევები, ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, იმოქმედოს გაწონასწორებულად და თავშეკავებით. ახლა ყველაზე მეტად საჭიროა დიალოგი ყველა პოლიტიკურ პარტიას შორის საქართველოს დემოკრატიის გასაძლიერებლად“, – აღნიშნულია განცხადებაში.