პოლიტიკა
მოძრაობა „სამართლიანი საქართველოსთვის“ ზურაბ ნოღაიდელს ეძებს

noghaaმოძრაობის – „სამართლიანი საქართველოსთვის“ – წარმომადგენელ თამარ ჯუღელის განცხადებით, მიუხედავად მცდელობისა, ჯერ კიდევ გაურკვეველია პარტიის პირველადი დოკუმენტაციის, ფინანსური საბუთების, ხელშეკრულებების, სიმბოლიკის, ატრიბუტიკისა და ქონების ბედი. „მიუხედავად არაერთი მცდელობისა, ბატონ ზურაბ ნოღაიდელთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ ვერც მე და ვერც ჩვენმა იურისტმა, მითუმეტეს, რომ ბატონმა ზურაბმა თვითონვე აღიარა ერთ-ერთ ბრიფინგზე – ამ ბანერისა და დროშის ფონზე ბოლოჯერ მხედავთო. ვერც სასამართლოს კურიერმა მოახერხა მისი ნახვა, რათა გადაეცა საასამართლოს უწყება. ის „არ არის“ ლვოვის №56-ში. „არ არის“ სახლში იმ მოტივით, თითქოს საზღვარგარეთ იმყოფება. თუმცა ამ დღეებში სხვადასხვა ტელევიზიის ეთერიდან მოძღვრავდა ხალხს სახელმწიფოს საგარეო და საშინაო ვალებზე. ბატონმა ზურაბმა, ჯობია, თავის ვალებზე იფიქროს,“ – აცხადებს თამარ ჯუღელი და დასძენს: „მოგმართავთ თხოვნით, თუ სადმე შეხვდებით ბატონ ზურაბ ნოღაიდელს, გთხოვთ, გაგვაგებინოთ, რათა, ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე, უზრუნველვყოთ სასამართლო კურიერისთვის ინფორმაციის მიწოდება“.