საზოგადოება
რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთიდან საქართველოსკენ ავიაბილეთების ფასი გაიზარდა

 საქართველო, 27 ივნისი, საქინფორმი. ავიაბილეთების ფასი რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით დაახლოებით მესამედით, უფრო ზუსტად, 34%-ით გაიზარდა. РБК-ს ინფორმაციით, ყველაზე იაფი ბილეთი ამჟამად 7 ათასი რუბლი ღირს, გადაჯდომით - 9,5 ათასი. ფასების ზრდის მიზეზად დასახელებულია ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობის გაუარესება და პუტინის მიერ ავიაგადაზიდვების მიმდინარე წლის 8 ივლისიდან აკრძალვა.

პირდაპირი ფრენის ფასი ეხება 8 ივლისამდე პერიოდს. გადაჯდომით - 8 ივლისის შემდეგ.

შეკვეთებს ძირითადად იღებენ თურქეთის ავიახაზები სტამბოლის გავლით და AZAL ბაქოს გავლით. არის შეკვეთები საქართველოს ავიახაზებშიც, რომლებსაც ჯერ არ გაუუქმებიათ ფრენები, თუმცა, გადაჯდომით საქართველოში ჩამოსვლაზე ყველა ტურისტი არ არის თანახმა.