აქტუალური
ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი პროპორციულ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

 საქართველო, 27 ივნისი, საქინფორმი. ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე პროპორციული საარჩევნო სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ვაგრძელებთ თანამშრომლობას ჩვენს ყველა პარტნიორთან, საქართველოში საარჩევნო ჩარჩოს გასაუმჯობესებლად. ამასთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლებმა საქართველოს საკითხებზე მტკიცედ დაუჭირეს მხარი სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის დანერგვას მომდევნო არჩევნებზე, რაცქართული ოცნებისხელმძღვანელობამ გამოაცხადა. ამ ინიციატივის ძალაში შესასვლელად საჭიროა ყველა საპარლამენტო აქტორის ჩართულობა, რათა საკონსტიტუციო ცვლილებები სათანადო უმრავლესობამ მიიღოს.

ამავდროულად, ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას იმისათვის, რომ გამართონ დისკუსიები და მოლაპარაკებები ყველა ტექნიკურ ასპექტზე, რაც აღნიშნულ ცვლილებებს მოჰყვება, საპარლამენტო ასამბლეისა და OSCE/ODIHR საარჩევნო სადამკვირვებლო ანგარიშების დასკვნების გათვალისწინებით. ეს საქართველოში პლურალიზმისა და დემოკრატიის გაძლიერებას შეუწყობს ხელს“, - ნათქვამია განცხადებაში.