უცხოეთი
ერაყის პრეზიდენტი - ერაყი ამერიკელ სამხედროებს ირანზე თავდასხმისთვის საკუთარი ტერიტორიის გამოყენების უფლებას არ მისცემს

 საქართველო, 27 ივნისი, საქინფორმი. ერაყი ამერიკელ სამხედროებს ირანზე თავდასხმისთვის საკუთარი ტერიტორიის გამოყენების უფლებას არ მისცემს. ამის შესახებ ერაყის პრეზიდენტმა, ტელეკომპანია „სიენენ“-თან ინტერვიუში განაცხადა.

ერაყის პრეზიდენტის, ბარჰამ სალიჰის თქმით, ამერიკელი სამხედროები ერაყში მხოლოდ ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში დახმარების მიზნით არიან მოწვეული.

„ჩვენ არ გვსურს, რომ ჩვენი ტერიტორია გახდეს საყრდენი პუნქტი ნებისმიერი მეზობლის, მათ შორის ირანის წინააღმდეგ მტრული მოქმედებებისთვის. ეს ნამდვილად არ არის ერაყსა და აშშ-ს შორის არსებული შეთანხმების ნაწილი“, – თქვა ერაყის პრეზიდენტმა.

ბარჰამ სალიჰმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-ის მხრიდან ირანზე თავდასხმის გადაწყვეტილების შეცვლა სწორი ნაბიჯი იყო, რადგან პრობლემა სამხედრო გზით არ გადაწყდება.

1tv.ge