პოლიტიკა
„ჩვენ შეძრულები ვართ მომხდარით და ქედს ვიხრით იაპონელი ხალხის წინაშე. იშვიათობაა, ასე ღირსეულად შეხვდე განსაცდელს და ტრაგედიას, ასეთი სიმტკიცითა და ძალით გაუმკლავდე უბედურებას“, – განაცხადა მანჯგალაძემ.
ამასთან, პრეზიდენტის პრესსპიკერმა, ასევე, პრეზიდენტის სახელით, სამძიმარი გამოუცხადა ავღანეთში მომხდარი აფეთქებისას დაღუპული კაპრალის – ვალერი ვერსკიანის ოჯახს.
მანანა მანჯგალაძის განცხადებით, თითოეული ჯარისკაცის დაღუპვა საქართველოსთვის უდიდესი დანაკლისია.
მისივე თქმით, მსგავს შემთხვევებში, როგორც წესი, გადმოსვენებისა და დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო თავის თავზე იღებს.