დღეიდან „ეროვნული ფორუმი“ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების მიზნით აქციების ახალ ეტაპს იწყებს. ამჯერად ინიციატივაზე ხელმოწერების დაფიქსირება თბილისელებს მეტროსადგურებთანაც შეეძლებათ.
მოგეხსენებათ, 23 ივლისს საქართველოს პარლამენტმა დაარეგისტრირა საინიციატივო ჯგუფი, რომელსაც 30 000 ხელმოწერის შეგროვების შემთხვევაში უფლება ექნება, საკანონმდებლო ორგანოს წარუდგინოს „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებათა პაკეტი.
ცვლილებები ითვალისწინებს იმ მექანიზმების შემოღებას, რომლითაც, პრაქტიკულად, შეუძლებელი გახდება არჩევნების გაყალბება და მისი ჩატარება გარანტირებული გახდება პრინციპით „ერთი ამომრჩეველი - ერთი ხმა!“
ხვალ „ფორუმელთა“ მაგიდები თითქმის ყველა მეტროსადგურთან დაიდგმება.
ხელმოწერების შეგროვება 25 ივლისს დაიწყო და 15 სექტემბრამდე გაგრძელდება. დღეს „ფორუმელებმა“ 2 500-მდე ხელმოწერა შეაგროვეს.