საზოგადოება
საქართველო, 26 ივნისი, საქინფორმი. თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქციისას დაშავებულ ყველა პაციენტს, ვისაც საზღვარგარეთ მკურნალობა სჭირდება, სახელმწიფო სრულად დააფინანსებს და ქვეყნის ფარგლებს გარეთ მათ ყველა საჭირო მომსახურება გაეწევათ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახი კალაძემ განაცხადა.
კალაძის თქმით, დაზარალებულთაგან ერთ-ერთი 18 წლის გოგონაა, რომელიც კლინიკიდან გამოწერეს და ის საზღვარგარეთ გააგრძელებს მკურნალობას.
„როგორც ექიმები გადაწყვეტენ, თუ რა პროცედურები დასჭირდება, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ყველა საჭირო ხარჯს აანაზღაურებს“, - განაცხადა კახი კალაძემ.