საზოგადოება
დავით ჭიჭინაძე აცხადებს, რომ მის ახალდაფუძნებულ „ტრიბუნაში“ დომინანტი ხალხი იქნება

 საქართველო, 26 ივნისი, საქინფორმი. დეპუტატ დავით ჭიჭინაძის თქმით, მის ახალდაფუძნებულ ტრიბუნაში დომინანტი ხალხი იქნება.

როგორც ჭიჭინაძემ განაცხადა, აფუძნებს მოძრაობა „ტრიბუნას“, სადაც ყველა ასაკის ადამიანს შეეძლება გაერთიანება.

ხელისუფლება ყოველდღე უშვებს შეცდომებს, გაჩნდა საჭიროება, რომ შევქმნათ სახალხო მოძრაობა, რომელშიც ყველა ასაკის და ყველა დარგის ადამიანები იქნება. ჩვენს ქვეყანას დღეს პოლიტიკოსების დეფიციტი აქვს, პოლიტიკოსების და არა პოლიტიკანების. სამწუხაროა, როდესაც ასეთ პირობებში ხელისუფლება დაყრუებულია. დღეს ახალგაზრდების პროტესტი გამოწვია იმან, რომ მათ ხელისუფლება მოექცა, როგორც დამპყრობელი. ახალგაზრდობა დღეს ითხოვს პატივისცემას. დღეს თხოულობს პატივისცემას, ღირსებას. თქვენ ის ხალხი ხართ, ვისაც ღირსებასა და პატივისცემაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, უნდა ჩამოვაყალიბოთ ორგანიზაცია, რომელიც დაიცავს ისტორიულ მეხსიერებას. ჩვენ ვართ ღირსების აღსავსე ერი. ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას გამარჯვებისათვის და ვინც გვერდში დაგვიდგება, ყველასთან ერთად ვიბრძოლებთ. ეს იქნება სახალხო მოძრაობა, ხალხი უნდა იყოს დომინანტი, ვინც ამას აღიარებს, ნებისმიერ ადამიანს და ორგანიზაციას ექნება ჩვენს გაერთიანებაში თანამშრომლობის საშუალება“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.