არაბული ქვეყნების არეულობამ საქართველოში საზღვაო გადაზიდვა შეაფერხა
არაბულ ქვეყნებში არეულობა საზღვაო გადაზიდვას აფერხებს. ეგვიპტიდან საქართველოში ტვირთი გვიან ჩამოდის. შემომტანი კომპანიები ტვირთს ერთი თვეა, უშედეგოდ ელიან. ამასთან, ქართული კომპანიები ტვირთის ჩამოტანაზე პასუხისმგებელი კომპანია „მაერსკის“ მიერ მათ არაინფორმირებულობაზე საუბრობენ. ერთ-ერთი იმპორტიორის ცნობით, ტვირთი ერთი თვის წინათ უნდა მიეღო, თუმცა „მაერსკის“ ხელმძღვანელობას ისინი არც კი გაუფრთხილებია.
თავად „მაერსკში“ ბრალდებებს უარყოფენ და ირწმუნებიან, რომ ამ ეტაპზე პრობლემა აღმოფხვრილია. მათი თქმით, შეფერხება მხოლოდ ეგვიპტეში რევოლუციის დროს აღინიშნებოდა.
ინფორმაციისათვის: სწორედ „მაერსკია“ დაინტერესებული ფოთის პორტის აქციების შეძენით, რომელსაც დღეს „რაკია“ ფლობს.