პოლიტიკა
კოალიციური მთავრობა - საქინფორმის პროგნოზები ერთმანეთის მიყოლებით მართლდება

 საქართველო, 26 ივნისი, საქინფორმი. 20-დან 21 ივნისის ღამეს საქართველოში ჩაშლილი სახელმწიფო გადატრიალების და პარლამენტის შენობის დაკავების მცდელობის შემდეგ საქინფორმმა რიგი შედეგები ჩამოთვალა, რომლებიც, შესაძლოა, მოჰყოლოდა ამ პროვოკაციას რუსოფობიურ „შეფუთვაში“, კერძოდ:

1. საქართველო დაკარგავს ტურისტებს რუსეთიდან, რომლებსაც რეკომენდაციას მისცემენ, არ ჩავიდნენ რფ-ის მოქალაქეებისთვის არცთუ უსაფრთხო ქვეყანაში (პროგნოზი გამართლდა)

2. საქართველო დაკარგავს რუსეთთან აღდგენილ სატრანსპორტო მიმოსვლას (გამართლდა ავიაგადაზიდვების ნაწილში)

3. საქართველო დაკარგავს ექსპორტს რუსეთში (გამართლებას იწყებს ექსპორტის მთავარი მუხლის - ქართული ღვინის მიმართ)

4. პარლამენტის თავმჯდომარე სააკაშვილის პუტჩისტების მოთხოვნით გადადგება (გამართლდა)

5. საპარლამენტო არჩევნები მთლიანად პროპორციული სისტემით ჩატარდება (გამართლდა)

6. არჩევნების შემდეგ საქართველოს მთავრობა კოალიციური იქნება (გამართლებას იწყებს).

პროპორციულ სისტემაზე გადასვლისას იმის ალბათობასაც არ გამოვრიცხავთ, რომ კოალიციური მთავრობის შექმნა გახდეს საჭირო, თუმცა ეს დამოკიდებულია ჩვენი საზოგადოების არჩევანზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა შეაფასა ინიციატივა, რომლის თანახმად 2020 წლის არჩევნები პროპორციული სისტემით, ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარდება და აღნიშნა, რომ პოლიტიკაში ახალი სახეების ნახვა ქართველი საზოგადოების დაკვეთაა.

ბოლო არჩევნების შედეგებით ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა გვაქვს. შესაბამისად, დღევანდელი გადასახედიდან 2020 წლის ოქტომბრის არჩევნების შედეგების პროგნოზი არ იქნება რელევანტური, თუმცა იმის ალბათობა, რომ საჭირო გახდეს კოალიციური მთავრობა, ბუნებრივია, არსებობს. ეს მხოლოდ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.