საზოგადოება
პესკოვი: საქართველოში ფრენების აკრძალვა სიტუაციის ნორმალიზების შემთხვევაში მოიხსნება

 საქართველო, 24 ივნისი, საქინფორმი. რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის დიმიტრი პესკოვის თქმით, საქართველოში ავიამიმოსვლაზე აკრძალვა სიტუაციის ნორმალიზების შემთხვევაში მოიხსნება. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

"სიტუაცია საქართველოში უნდა ნორმალიზდეს და უნდა გაქრეს ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოების ყველანაირი საფრთხე", - ამბობს პესკოვი.

21 ივნისს რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც მიმდინარე წლის 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს რუსეთის მოქალაქეების საქართველოს ტერიტორიაზე გადაყვანას დროებით უკრძალავს. აიკრძალა კომერციული გადაზიდვებიც. თუმცა უცნობია, რა პერიოდს მოიცავს ეს დროებითი ზომა.

ასევე, პუტინმა ხელისუფლებას დაავალა, მიიღონ ზომები საქართველოში დროებით მყოფი რუსეთის მოქალაქეების და მათი ბარგის რუსეთის ფედერაციაში დაბრუნებისთვის.