საზოგადოება
ბერა ივანიშვილი ბოლო დღეების მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა

 საქართველო, 24 ივნისი, საქინფორმი. მუსიკოსი ბერა ივანიშვილი ბოლო დღეების მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

მინდა ჩემი ხმა შევუერთო ჩემი თავისუფლებისმოყვარე თანატოლების გულწრფელ და სამართლიან პროტესტს იმ სამარცხვინო პროცესების გამო, რაც ერთი გზააბნეული ქართველი პოლიტიკოსის შეცდომით დაიწყო და ჩასაფრებული რევანშისტების მიერ ორგანიზებული ძალადობით გაგრძელდა, რის შედეგადაც დაშავდნენ როგორც აქციის მონაწილეები, ასევე პოლიციელები. მე თქვენთან ერთად მთელი გულით განვიცდი ამ ტკივილს და მზად ვარ, მხარში დავუდგე თითოულ მათგანს. ჩვენ, დამოუკიდებლობის ხანაში დაბადებულები, არავის დავუთმობთ ჩვენი სამშობლოს თავისუფლებას და არავის დავანებებთ ჯიჯგნოს მისი სხეული. მუდამ თქვენი ბერა“, - წერს ბერა ივანიშვილი თავის ფეისბუქგვერდზე.