უცხოეთი
„ამაღელვებელია თვალის მიდევნება ქართული დემოკრატიისთვის – ვაშინგტონურად“ – რუსული მედია

 საქართველო, 24 ივნისი, საქინფორმი. საქართველოში მიმდინარე პროცესებს აქტიყრად აშუქებს რუსული მედიაც.

როგორც Russia Today გამოცემაში წერს, ქართველებს გუშინ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა ჰქონდათ.

თბილისის ცენტრში მიმდინარე პროცესებს გამოეხმაურა „რასია სევოდნია“-სა და ტელეკომპანია Russia Today მთავარი რედაქტრი მარგარიტა სიმონიანი, რომელმაც აღნიშნა, რომ ქართული დემოკრატიისთვის თვალის დევნება ძალიან ამაღელვებელია.

„როგორი ამაღელვებელია თვალის მიდევნება ქართული დემოკრატიისთვის-ვაშინგტონურად – თავისი რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით – თანაც პირდაპირ სისხლიანი დიქტატურის ბუნაგიდან, სადაც საპროტესტო აქციებზე ცრემლსადენი გაზი უკვე 10 წელზე მეტია არ გამოუყენებიათ“, – დაწერა რედაქტორმა ტელეგრამის საკუთარ არხზე.

რუსული გამოცემა „რია ნოვოსტი“, იმ ადამიანებს, რომლებმაც გუშინ სერგეი გავრილოვს ქვეყნის სპიკერის ტრიბუნიდან სესიის წაყვანაში ხელი შეუშალეს, „რადიკალებს“ უწოდებს და აღნიშნავს, რომ გავრილოვის თქმით, მას რადიკალებმა წყალი გადაასხეს და დოკუმენტების წართმევას ცდილობდნენ.

გამოცემა „ნოვაია გაზეტამ” საქართველოს პარლამენტის შენობასთან მიმდინარე მოვლენებს პირველი გვერდი მიუძღვნა, ონლაინ გამოცემის გახსნისთანავე საპროტესტო აქციის ამსახველი ფოტომაასალაა გამოტანილი. რუსული მედია ასევე ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ სამართალდამცველების მიერ გამოყენებული რეზინის ტყვიების შედეგად რუსი ჟურნალისტებიც დაშავდენ, რომლებიც მოვლენებს ადგილიდან აშუქებდნენ.

metronome.ge