აქტუალური
ირაკლი კობახიძე პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს

 საქართველო, 21 ივნისი, საქინფორმი. ირაკლი კობახიძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს.

ამის შესახებ განცხადება „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში, პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ, პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ გააკეთა.

ირაკლი კობახიძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარედ 2016 წლის 18 ნოემბერს აირჩიეს.

პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძე შესაძლოა არჩილ თალაკვაძემ შეცვალოს

პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე ირაკლი კობახიძე შესაძლოა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ შეცვალოს.

საქართველოს პირველი არხის ინფორმაციით, პარტია „ქართული ოცნება“ სპიკერის თანამდებობაზე არჩილ თალაკვაძის კანდიდატურის წარდგენას გეგმავს.

რეგლამენტის შესაბამისად, არჩილ თალაკვაძეს პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე ნდობა დეპუტატებმა უნდა გამოუცხადონ. მას ამ თანამდებობის დაკავებისთვის 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება.

ირაკლი კობახიძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ განცხადება პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში, პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ გაკეთდა.

1tv.ge