აქტუალური
გიორგი გახარია - ყველა, ვინც მოუწოდებდა, მოახერხა და ორგანიზება გაუწია მშვიდობიანი აქციის ძალადობრივში გარდაქმნას, უმკაცრესად დაისჯება

 საქართველო, 21 ივნისი, საქინფორმი. ყველა ადამიანი, ვინც მოუწოდებდა, მოახერხა და ორგანიზება გაუწია მშვიდობიანი აქციის ძალადობრივ აქციაში და პარლამენტისა და პოლიციელების წინააღმდეგ შტურმში გარდაქმნას, უმკაცრესად დაისჯება, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, პოლიციამ სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით აღძრა ძიება, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ნიშნავს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, შინაგან საქმეთა სამინისტრო ყველაფერს დეტალურად შეისწავლის.

1tv.ge