საზოგადოება
გიორგი გახარიასა და სალომე სამადაშვილს შორის პარლამენტში შელაპარაკება მოხდა (ვიდეო)

 საქართველო, 21 ივნისი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელ სალომე სამადაშვილს შორის პარლამენტის შენობაში შელაპარაკება მოხდა (ვიდეო იხ. აქ).

გიორგი გახარიას სალომე სამადაშვილმა მიმართა, „ვიდრე ხალხი შევარდება პარლამენტში, განცხადება დაწეროს და თანამდებობიდან გადადგეს“.

„იცით თუ არა, რა ბრძანებებს გასცემთ? თქვენ დაარღვიეთ კონსტიტუცია. დაწერეთ განცხადება და გამოაცხადეთ, რომ გადადექით თანამდებობიდან“,- მიმართა სამადაშვილმა გახარიას.

„ამ სისულელეების მოსმენას არ ვაპირებ“,- ასე უპასუხა გახარიამ სამადაშვილს.

1tv.ge