პოლიტიკა
მამუკა ბახტაძე - დღეს ადგილი აქვს მცდელობას, საქართველო მოწყვიტონ მდგრადი განვითარების ორბიტას და ჩვენ ამას არ დავუშვებთ (ვიდეო)

 საქართველო, 21 ივნისი, საქინფორმი. ჩემი შეფასებაა, რომ საქართველოს პარლამენტში ეს ფორუმი არ უნდა ჩატარებულიყო და ყველა თავის წილ პასუხისმგებლობას მიიღებს და აიღებს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტში დღეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა (ვიდეო იხ. აქ).

მისი შეფასებით, მმართველი გუნდის თითოეული წევრისთვის ეს ისეთივე ემოციური და მიუღებელია, როგორც თითოეული მოქალაქისთვის.

„ყველა თავის წილ პასუხისმგებლობას მიიღებს და აიღებს. თუმცა, დღეს ამ წუთებში საკითხი დგას სხვანაირად. დღეს ადგილი აქვს მცდელობას, საქართველო მოწყვიტონ მდგრადი განვითარების ორბიტას. ეს არავის გამოუვა. ეს არ არის ქართული სახელმწიფოს ინტერესში და ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მამუკა ბახტაძის განცხადებას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.

1tv.ge