საზოგადოება
დემონსტრანტებმა სერგეი გავრილოვს სასტუმროდან გამოსვლისას წყალი შეასხეს და ბოთლები დაუშინეს (ვიდეო)

საქართველო, 21 ივნისი, საქინფორმი. რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა სერგეი გავრილოვმა სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერია“ სამართალდამცველების დახმარებით დატოვა.

 გავრილოვის გამოჩენას ადგილზე ხმაური მოჰყვა. აქციის მონაწილეები მას შეძახილებით შეხვდნენ, წყალი შეასხეს და ბოთლები დაუშინეს (ვიდეო იხ. აქ).

თბილისში მართლმადიდებლობის პარლამენტთაშორისი ასამბლეის 26-ე გენერალური სესია მიმდინარეობს. სესია, რომელიც ოთხშაბათს სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიხსნა, გუშინ პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში გაგრძელდა. პარლამენტის სპიკერისთვის განკუთვნილი ადგილიდან დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა, რომელიც სხდომას უძღვებოდა. აღნიშნული ფაქტი ევროპული საქართველოს წევრებმა გააპროტესტეს. ისინი შესვენების დროს სხდომათა დარბაზში პლაკატებითა და შეძახილებით შევიდნენ, მოგვიანებით მათნაციონალური მოძრაობისწევრებიც შეუერთდნენ. დარბაზში დაპირისპირება და ხმაური იყო.

ფრაქციაქართული ოცნების თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ სერგეი გავრილოვი შეუთანხმებლად აღმოჩნდა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში. მისი თქმით, ასამბლეის სხდომა საქართველოს პარლამენტში ვეღარ გაგრძელდება.

სხდომა საქართველოს პარლამენტში შეწყდა და სესიის დელეგატებმა პარლამენტი დატოვეს.