აქტუალური
ლევან ვასაძე: მინდა, ჩვენს მხარდამჭერებს მოვუწოდო, კომბლები შეაწყონ სხვენში, იქ მოვალთ ხელზე თეთრი ცხვირსახოცებით

 საქართველო, 20 ივნისი, საქინფორმი. ბიზნესმენი ლევან ვასაძე ხელისუფლებას მადლობას უხდის იმისთვის, რომ 18 ივნისმა მშვიდობიანად ჩაიარა, – ამის შესახებ ვასაძემ ვიდეომიმართვაში ილაპარაკა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ თავისი სიტყვა შეასრულა და იმედია, მომავალ დღეებშიც ასე გაგრძელდება.

ძვირფასო ხელისუფლებავ, ეს არის თქვენი არჩევანი ქართველ ხალხსა და ამ ერთ მუჭა გარყვნილების პროპაგანდისტებს შორის, მაგრამ მე მინდა, მადლობა გითხრათ მაინც ხელისუფლებას, რომ .. პრაიდის გუშინდელმა დღემ მშვიდობიანად ჩაიარა. თქვენი სიტყვა შეასრულეთ და არ ჩაატარებინეთ, ვერ გაბედეს ამის ჩატარება. იმედია, ასე იქნება დანარჩენ დღეებში“, – განაცხადა ვასაძემ.

ბიზნესმენი აცხადებს, რომ საპასუხო ნაბიჯს გადადგამს და მხარდამჭერებს კომბლების სხვენში შეწყობისკენ მოუწოდებს.

იმისთვის, რომ კიდევ ერთი ნაბიჯი გადმოვდგათ ჩვენც თქვენი მიმართულებით, რომ ვანახოთ ჩვენი კეთილი ნება ქვეყანაში წესრიგის დაცვისა, მინდა, გაგიკეთოთ ერთი ძალიან დიდი საჩუქარი და პრინციპში, ბოლო საჩუქარი, ამის იქით აღარანაირი საჩუქრები აღარ იქნება და გეშინოდეთ, თუ გამოიწვევთ არეულობას ქვეყანაში.

საჩუქარი არის ასეთიმე მინდა, რომ ჩვენს მხარდამჭერებს, ჩვენს სახალხო საპროტესტო მოძრაობას მოვუწოდო, კომბლები შეაწყონ სხვენში, რადგან როგორც გახსოვთ, კომბლები არასდროს იყო განკუთვნილი ამ უბედური მამათმავლებისა და მათი პროპაგანდისტებისთვის. ეს იყო იმ შემთხვევისთვის, თუ პოლიცია შეგვდგებოდა ჩვენ წიხლებით და დაგვიწყებდა ცემას, მაგრამ რადგან შინაგან საქმეთა სამინისტრომ თქვა, რომ პრაიდი არ იქნება, მე არ მაინტერესებს მამათმავლები რას ჭიჭყინებენ ეხლა და, რადგან მათ ეს სიტყვა პირველ დღეს შეგვისრულეს, თუ გახსოვთ, პირველივე დღეს გავაუქმეთ ჩვენ ქუჩების პატრულირება, აი ახლა, ბოლოს საჩუქარი ჩემგან ჩვენს სახელმწიფოს, ჩვენ, მე ვინა ვარკომბლები სხვენში, ჩამოვიღოთ მაშინ, როცა მოვა ის მთავრობა, რომელიც კიდევ ერთხელ გაგვიბედავს, რომ პრაიდს ჩაგიტარებთ“, – განაცხადა ვასაძემ.

მისი თქმით, ისინი არა კომბლებით, არამედ თეთრი ცხვირსახოცებით მივლენ.

ჩვენ იქ მოვალთ შიშველი ხელებით, ხელზე თეთრი ცხვირსახოცებით“, – განაცხადა ვიდეომიმართვისას ლევან ვასაძემ.