უცხოეთი
უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი დიმიტრი ტიმჩუკი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

 საქართველო, 20 ივნისი, საქინფორმი. კიევში უკრაინის უმაღლესი რადას დეპუტატი, „სახალხო ფრონტის“ წევრი დიმიტრი ტიმჩუკი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

როგორც სოციალურ ქსელებში ტიმჩუკის ახლობლები წერენ, დეპუტატმა ცეცხლსასროლი იარაღის წმენდის დროს საკუთარ თავს სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

ადგილზე საგამოძიებო ოპერატიული ჯგუფი მუშაობს. დეპუტატის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ადასტურებს უკრაინის რადას წევრი და ტიმჩუკის მეგობარი ანტონ გერაშენკო.

დიმიტრი ტიმჩუკი ჯგუფ „საინფორმაციო წინააღმდეგობის“ კოორდინატორი იყო.

1tv.ge