უცხოეთი
ვაშინგტონში სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება

 საქართველო, 19 ივნისი, საქინფორმი. ვაშინგტონში სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება. ზოგრაბ მნაცაკანიანი და ელმარ მამედიაროვი მოლაპარაკებებს 20 ივნისს, ეუთო-ს მინსკის ჯგუფის შუამავლობით და მონაწილეობით გამართავენ.

მოლაპარაკების მთავარი თემა ყარაბაღის კონფლიქტი და მისი დარეგულირება იქნება. სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები მიმდინარე წელს უკვე ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს.

ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელები აშშ-ის დედაქალაქში ამერიკის მთავრობის წარმომადგენლებსაც შეხვდებიან.

1tv.ge