უცხოეთი
ყაზახეთის პრეზიდენტი კასიმ-ჟომარტ ტოკაევი აშშ-ის ურჩევს, არ მიიმწყვდიოს ჩინეთი კუთხეში

 საქართველო, 18 ივნისი, საქინფორმი. ყაზახეთის პრეზიდენტი კასიმ-ჟომარტ ტოკაევი აშშ-ის ურჩევს, არ მიიმწყვდიოს ჩინეთი კუთხეში.

„ევრონიუსთან“ ინტერვიუში, ყაზახეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ პეკინთან მიმართებაში ვაშინგტონმა რადიკალურად არ უნდა იმოქმედოს, რადგან ჩინელებისთვის სახის დაკარგვას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.

ტოკაევის განცხადებით, ადრე თუ გვიან აშშ და ჩინეთის ორმხრივ შეთანხმებას მაინც მიაღწევენ. ყაზახეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ვაშინგტონს და პეკინს შორის სავაჭრო დავა რისკის შემცველია ნურსულთანისთვისაც, რადგან ყაზახეთი ჩინეთში ბუნებრივი რესურსების ერთ-ერთი მსხვილი ექსპორტიორია და უთანხმოების გამო ყაზახეთის პროდუქციაზე შესაძლოა, ფასები დაეცეს.

1tv.ge