ტურისტულ კომპანიათა პრეტენზია ახალი საგადასახადო კოდექსის მიმართ
ახალი საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლი, რომელიც ტუროპერატორების დაბეგვრის წესს ითვალისწინებს, ორმაგი ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. როგორც ტუროპერატორები მიიჩნევენ, კანონში დეტალურად უნდა იყოს გაწერილი, რა ექვემდებარება გადახდას და რა – არა.
კონკრეტულად კი, მათთვის ბუნდოვანია ის ფაქტი, რომ, კანონით, შემოყვანის ტურიზმი დღგ-ს გადასახადისგან თავისუფალია, ხოლო თუ ტურისტი გადაწყვეტს, კიდევ რამდენიმე დღეს დარჩეს საქართველოში, მის მიერ ტუროპერატორის მომსახურებისთვის დამატებული თანხა საქართველოში განხორციელებულ ტრანზაქციად ითვლება და დაბეგვრას ექვემდებარება. ტურისტული კომპანიის წარმომადგენლები ფინანსთა სამინისტროსგან დამატებით განმარტებებს ითხოვენ, ოღონდ არა პირადს, არამედ საჯაროს, რომელსაც კანონის ძალა ექნება.