აქტუალური
იაპონიის მიწისძვრამ ნავთობზე ფასები შეამცირა

big-oilნავთობის მსოფლიო ფასები დღეს,14 მარტს, კვლავ იკლებს. ამის მიზეზი ინვესტორების შეშფოთებაა იმასთან დაკავშირებით, რომ იაპონიის დამანგრეველი მიწისძვრა „შავ ოქროზე“ მოთხოვნას შეამცირებს.

აპრილის ფიუჩერსების ღირებულება WTI–ს მარკის ნავთობზე დღეს 1,52 დოლარით შემცირდა და ბარელზე 99,64 დოლარამდე ჩამოვიდა. Brent-ის მარკის ნავთობი კი 1,92 დოლარით გაიაფდა და 111,92 დოლარზე დაფიქსირდა.

შეგახსენებთ, რომ იაპონიაში 8,9 მაგნიტუდის მიწისძვრა 11 მარტს მოხდა.