საზოგადოება
„გლობალ ფაინენსის“ შეფასება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში არის მიმზიდველი საინვესტიციო გარემო - ირაკლი კოვზანაძე

 საქართველო, 11 ივნისი, საქინფორმი. „გლობალ ფაინენსის“ (Global Finance) შეფასება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში არის მიმზიდველი საინვესტიციო გარემო, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ განაცხადა.

მისი თქმით, დასტურდება, რომ საქართველოს მთავრობის, ეროვნული ბანკის მიერ პარლამენტთან ერთად განხორციელებული რეფორმები სწორია.

ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია შეფასება, რომელსაცგლობალ ფაინენსიაქვეყნებს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოში არის მიმზიდველი საინვესტიციო გარემო. მთავარია, დასტურდება, რომ რეფორმები, რომლებსაც საქართველოს მთავრობა, ცენტრალური ბანკი საქართველოს პარლამენტთან ერთად ახორციელებს, არის სწორი. ეს დღეს კიდევ ერთხელ დადასტურდა, როდესაც გვქონდა ეროვნული ბანკის ანგარიშის მოსმენა. ამან გამოაჩინა, რომ საფინანსო სექტორში მიმდინარე რეფორმა სწორია. „გლობალ ფაინენსმაეს კიდევ ერთხელ დაადასტურა“, – განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემამ გლობალ ფაინენს“ (Global Finance) საქართველო, ეკონომიკურ სტაბილურობაზე, მმართველობისა და ბიზნეს რეგულაციების ხარისხის მაჩვენებლებზე დაყრდნობით, ყველაზე დინამიკური საინვესტიციო მიმზიდველობის მქონე ქვეყნებს შორის დაასახელა.