პოლიტიკა
ლადო კახაძე „ქართული ოცნება“ – 61,83%, შალვა შავგულიძე „ევროპული საქართველო“ – 38,17%

 საქართველო, 11 ივნისი, საქინფორმი. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში გახსნილი ყველა საარჩევნო უბანი დათვლილია.

31-ვე უბნის მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურში ქართული ოცნების კანდიდატმა ლადო კახაძემ 61,83% (10 738 ხმა) მიიღო, ხოლო ევროპული საქართველოთავისუფალი დემოკრატების კანდიდატმა შალვა შავგულიძემ - 38,17% (6630 ხმა).

შედეგები ბრიფინგზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ გამოაცხადა.

ხმის დათვლის პროცესი დასრულდა. არჩევნებმა ხელმისაწვდომ გარემოში ჩაიარა. მადლობა ამომრჩევლებს სამოქალაქო აქტიურობისთვის, რომ მოიხადეს მოქალაქეობრივი ვალი, ასევე საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებს. მადლობა ჩართულ მხარეებსაც პასუხისმგებლობის გამო. ამ დროისთვის ყველა შემაჯამებელი ოქმი ვებგვერდზე მისაწვდომია. ოქმები ატვირთულია შემოსვლისთანავე. ამ ეტაპზე ყველა საარჩევნო უბანი დათვლილია“, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.