პუბლიკაციები
ყაზახეთის პრეზიდენტის არჩევნებზე „საქინფორმისგან“ აკრედიტირებულია გულბაათ რცხილაძე

 საქართველო, 9 ივნისი, საქინფორმი. "საპრეზიდენტო არჩევნები ყაზახეთში მშვიდ და სულაც საზეიმო ვითარებაში მიმდინარეობს" - საქინფორმისთვის ექსკლუზიურად იუწყება ქვეყნის დედაქალაქ ნურ-სულთანიდან გულბაათ რცხილაძე, რომელმაც უცხოელი ჟურნალისტების შემადგენლობაში მოახერხა #58-ე საარჩევნო უბანზე მოხვედრა. სწორედ ამ უბანზე გააკეთა თავისი არჩევანი ქვეყნის პირველმა პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა.

"ჩვენ ყველანი მოუთმენლად ველოდით ნაზარბაევის გამოჩენას - ერის ლიდერი ("ელბასი") უზარმაზარი პოპულარობით სარგებლობს არა მხოლოდ ყაზახეთის მოქალაქეებს, არამედ უცხოელებს შორისაც, იქნებიან ეს პოლიტიკის ექსპერტები, დიპლომატები, ჟურნალისტები თუ მეცნიერებისა და კულტურის მოღვაწეები. ეს იმიტომ, რომ ნაზარბაევი მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკოსია, იგი უდიდეს ყურადღებას აქცევდა მსოფლიოში მშვიდობის დამყარებას. თითქმის შეუძლებელი იყო ნაზარბაევთან ახლოს მისვლა, მაგრამ მაინც მოვახერხე ორიოდე ფოტოს გადაღება ახლო მანძილიდან, თუმცა ცუდი ხარისხისა. ელბასის ასეთი პოპულარობა თავისთავად გამორიცხავს 9 ივნისის არჩევნებზე მანიპულაციებს, ამ არჩევნებზე კი, სავარაუდოდ, ელბასის თანამოაზრე - გამოცდილი დიპლომატი და მმართველი, ყასიმ-ჟომარტ ტოკაევი გაიმარჯვებს.

და მაინც, ბევრი საარჩევნო უბანზე იმყოფებიან უცხოელი დამკვირვებლები სხვადასხვა ქვეყნებიდან - გერმანიიდან, რუსეთიდან, ბულგარეთიდან, რუმინეთიდან, საფრანგეთიდან, სერბეთიდან, აშშ-დან, ისრაელიდან, პოლონეთიდან და კიდევ ბევრი სხვა ქვეყნიდან. დამკვირვებლებს შორის ქართველი პარლამენტარებიც არიან. ყველა დამკვირვებელი მაღალ შეფასებას აძლევს ხმის მიცემის პროცესს. ყველა დარწმუნებულია, რომ ეს დღე იქნება დიდი წარმატება ყაზახეთის ისტორიაში. ქართველმა პარლამენტარებმა, . ოქრიაშვილმა, . ნიკოლაიშვილმაა და . ნოზაძემ ხაზგასმით აღნიშნეს, რომ მათ ჰქონდათ საარჩევნო უბნებზე გადაადგილების სრული თავისუფლება, სადაც მათ ნახეს ხალხის საზეიმო განწყობა, რომლებიც ოჯახებით მოდიოდნენ საარჩევნო უბნებზე, არავითარი დარღვევა არ იქნა აღმოჩენილი", - წერს გულბაათ რცხილაძე.

 


საქინფორმი