საზოგადოება
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,7411 ლარი გახდა

 საქართველო, 7 ივნისი, საქინფორმი. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,7411 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულებამ 2,7411 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც მანამდე მოქმედებდა, 2,7500 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0,0089 შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3,0794 ლარია. მაშინ, როცა მანამდე მოქმედი კურსი 3,0990 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0,0196 ლარი შეადგინა.

გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევიდა.