რელიგია
საქართველო, 7 ივნისი, საქინფორმი. ბოდბეში, წმინდა ნინოს სახელობის ახალ ტაძარში პირველ წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ჩაატარებს. ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა, მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც ამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით საზეიმო ლიტურგია ჩაატარა.
წმინდა ნინოს სახელობის ახლად აშენებული ტაძარი კვირას, 9 ივნისს იკურთხება.
მეუფე შიოს ინფორმაციით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ბოდბეში 6 ივნისს გაემგზავრა.