პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა რუსეთი ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით ფეიკნიუსების გავრცელებაში დაადანაშაულა

 საქართველო, 7 ივნისი, საქინფორმი. მინდა, მივმართო მათ, ვინც ფეიკნიუსებს ავრცელებს – მოვიდნენ, ნახონ და გაიგებენ, როგორი ცრუ ინფორმაციაა შემოსული ჩვენი მეზობელი ქვეყნიდან, რაც პირდაპირ მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანა დაზიანდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ლუგარის ლაბორატორიაში სტუმრობისას განაცხადა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ლუგარის ლაბორატორია მთელ რეგიონში გამორჩეულია და თავისი სტანდარტებით ყველაზე მაღალი დონის ლაბორატორიაა.

ამერიკის ატლანტას ცენტრთან თანამშრომლობა ნიშნავს, რომ საყოველთაოდ აღიარებულია მისი სტანდარტები და ტექნოლოგიები. აქ ყველაფერი დაცულია უმაღლესი სტანდარტებით ისე, როგორც ევროპულ ქვეყნებშია. აქ ვართ ევროპაში და ევროპაში ვართ ამერიკის დახმარებით. ძალიან საინტერესო და ძალიან დიდი საქმე კეთდება. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ცენტრის თანამშრომლებს და მივმართო მათ, ვინც ფეიკნიუსებს ავრცელებსმოვიდნენ, ნახონ და გაიგებენ, როგორი ცრუ ინფორმაციაა შემოსული ჩვენი მეზობელი სხვადასხვა ქვეყნიდან და დიდი მეზობლისგან, რაც პირდაპირ მიმართულია იმისკენ, რომ ქვეყანა დაზიანდეს და არა იმისკენ, რომ საქმე გაკეთდეს”, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.