საზოგადოება
სომხეთმა პირველად არ მისცა წინააღმდეგ ხმა დევნილების სტატუსის შესახებ საქართველოს რეზოლუციას

 საქართველო, 6 ივნისი, საქინფორმი. გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ 73-ე სესიაზე კიდევ ერთხელ მიიღო საქართველოს მიერ 2008 წლიდან ინიცირებული რეზოლუცია აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან დევნილთა სტატუსის შესახებ.

სომხეთმა, რომელიც ყოველწლიურად რეზოლუციის წინააღმდეგ აძლევდა ხმას, წელს პირველად არ მიიღო კენჭისყრაში მონაწილეობა.

რეზოლუციას მხარი სულ 79-მა ქვეყანამ დაუჭირა, 15 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 57-მა თავი შეიკავა.